logo
ENG



როსტომ საგინაშვილი, რომლის ნამღერი "ჩაკრულოც" კოსმოსში გაიგზავნა, გარდაიცვალა

13 თებ 202214:57
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/13/k4qwi6irmazoee9.jpg

როსტომ საგინაშვილი, რომლის ნამღერი "ჩაკრულოც" კოსმოსში გაიგზავნა, გარდაიცვალა. 

ინფორმაცია მისი ოჯახის წევრებმა გაავრცელეს. 

1977 წელს ნასამ კოსმოსში ხომალდები ვოიაჯერ 1 და ვოიაჯერ 2 გაგზავნა.

ამ ხომალდებზე ინახება ოქროს ფირფიტები - გზავნილი დედამიწიდან, სადაც ჩაწერილია ბუნებრივი ხმები, მისალმებები სხვადასხვა ენაზე, ფოტოები და 27 მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც სპეციალურად შეირჩა მსოფლიო მუსიკალური საგანძურიდან. მათ შორისაა ქართული ხალხური, პოლიფონიური სიმღერა ჩაკრულო, სწორედ როსტომ საგინაშვილის შესრულებით.


close დახურვა